"ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ"-ამ ინიციატივით ტვიტერის საკუთარ გვერდზე ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი გამოდის. იგი წერს, რომ საქართველო დღეს ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი.
"სირიიდან გასული ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი შესაძლოა, გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს ძალა, რომელიც სწრაფად მოახდენს რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ აისის-ი აღდგება. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზა, რომელიც სულ რაღაც 460 მილითით არის დაშორებული რაქადან. საქართველო ახლა უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე ერაყი"-წერს კოფი.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სირია 20 ოქტომბერს დატოვეს, 21 ოქტომბერს კი ერაყში შევიდნენ.